ირაკლი კობახიძე: მაქვს ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი-მამაჩემი იყო ჩართული უშუალოდ პოლიტიკაში და მისი მოსმენა არის ძალიან საინტერესო

კობახიძის თქმით, რჩევებს სგან და მამისგან – გია კობახიძისგან იღებს
 “რაც შეეხება ჩვენ საპატიო თავმჯდომარეს, ის თვითონ არის ლიდერი, ამიტომ მრჩევლად მისი მოხსენიება შეიძლება არ იყოს რელევანტური. თუმცა, თუ იმ კუთხით შევხედავთ ამას, რომ საიდან შეიძლებოდა მიმეღო მე ყველაზე მეტი გამოცდილება და რაღაცების ცოდნა და გარკვეული უნარები, ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი და მისი ნაბიჯების დაკვირვება.
ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც აკვირდები იმას თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ურთულეს საკითხებთან დაკავშირებით. ანუ, ვინც სწორად აკვირდება მის საქმიანობას, მას შეუძლია, რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ რიგში არის გუნდის ლიდერი, ყველასთვის არის მრჩეველიც იმიტომ, რომ მხოლოდ მისი საქმიანობის დაკვირვებაც არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ძალიან დიდი ცოდნა შეიძინო. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიდან რჩევებიც. მაქვს ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი-მამაჩემი იყო ჩართული უშუალოდ პოლიტიკაში და მისი მოსმენა არის ძალიან საინტერესო.” – თქვა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ